„მსოფლიოში სახელგანთქმული“

ლეგენდა

კუსკუსის არსებობა ათეულ ათას წელს ითვლის და ამასთან დაკავშირებით უამრავი გადმოცემა თუ ისტორია არსებობს. ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე, დედოფალი შებას სიყვარულით დატანჯულ მეფე სოლომონსაც კი ურჩევდნენ დიდი რაოდენობით კუსკუსი მიეღო და ამით შეემსუბუქებინა განცდები.

აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურასა და ოჯახებში, სადღესასწაულო რიტუალებში მყარად ფეხის მოკიდების შემდეგ, კუსკუსი ევროპაშიც ფართოდ გავრცელდა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
მეთექვსმეტე საუკუნეში კუსკუსმა სამხრეთ ამერიკაშიც ჩააღწია და ბრაზილიის ერთ-ერთი საყვარელი ბურღული გახდა.

ხელმისაწვდომობის, სასარგებლო თვისებების და მრავალფეროვანი გამოყენების გამო, მრავალი საუკუნეა, რაც კუსკუსი ყველა კონტინენტზე გამოიყენება და დამსახურებულად აქვს შერქმეული მეტსახელი „მსოფლიოში სახელგანთქმული“.

სუპერ ძალები

წონის კორექცია

კუსკუსი გაცილებით ნაკლებად კალორიულია ვიდრე ბრინჯი, მდიდარია პროტეინით, სასარგებლო ამინომჟავების სრული სპექტრი კი უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას.
ამ თვისებების გამო, კუსკუსი ჯანსაღი წონის შენარჩუნების მსურველებისთვის საუკეთესო არჩევანია.

სტრესის შემცირება

კუსკუსი რთული ნახშირწყლებისგან შედგება, საშუალო გლიკემიური ინდექსი აქვს და გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაში, არეგულირებს ორგანიზმში სეროტონინის გამოყოფის პროცესს. შესაბამისად, დეპრესიულ და სტრესულ ფონთან ბრძოლის დროს, სასარგებლო იქნება კვების რაციონში კუსკუსის შეტანა. ასევე რეკომენდებულია უძილობის, გაღიზიანებადობის მაღალი ფონის და მენოპაუზის პერიოდებში.

ბუნების საგანძური

აძლიერებს გულის კუნთის მოქმედებას

აუმჯობესებს ნერვულის სისტემას

ამცირებს კიბოს განვითარების რისკს

მდიდარია E და B ჯგუფის ვიტამინებით

შეიცავს თუთიას, რკინასა და მაგნიუმს

დიდი რაოდენობით შეიცავს სელენს

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com