„ოქროს მარცვალი“

თეთრი კინოა

ლეგენდა

სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ანდების მთებში, მდინარე ტიტიკაკას მიდამოებში ათასწლეულების მანძილზე ხარობდა ველური კინოა, რომელსაც ადგილობრივი ტომები ყოველდღიურ საკვებად იყენებდნენ. აიმარას ტომებს სჯეროდათ, რომ ციდან ჩამოსული ვარსკვლავი შეხვდა ახალგაზრდა გლეხს, მოიხიბლა მისით და საჩუქრად „ოქროს მარცვალი“ უბოძა დასათესად.

თუმცა, კინოას მასობრივი კულტივირება და აღზევება ინკების ცივილიზაციას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ინკების იმპერატორი ყოველ წელს მართავდა ცერემონიას, როდესაც ოქროს კვერთხს დაჰკრავდა ხოლმე მიწას, პირველ თესლს აგდებდა მასში და კინოას დათესვის სეზონს გახსნილად აცხადებდა.

კინოა ღვთიური წარმოშობის პროდუქტად ითვლებოდა, აქტიურად გამოიყენებოდა ყოველდღიურ რაციონში და ყოველგვარი მარცვლეულის მშობელ დედასაც კი უწოდებდნენ პატივისცემის ნიშნად.

სუპერ ძალები

წონის კორექცია

კინოა რთული ნახშირწყლების წყაროა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს წონის შენარჩუნებასა და გახდომაში. ასევე, მდიდარია მცენარეული წარმოშობის რკინით, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებისთვის და მეტაბოლური პროცესების რეგულირებისთვის.

სტრესის შემცირება

კინოა მდიდარია მაგნიუმით. მაგნიუმის ნაკლებობა კი არღვევს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესს, რაც იწვევს გაღიზიანებას, ნევროზულობას და სტრესს. გარდა ამისა, კინოა დამატებით შეიცავს სტრესის შემამცირებელ ვიტამინებს E, B2,B9 და თუთიას.

ბუნების საგანძური

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემების მოქმედებას

აძლირებს ძვლების სიმტკიცეს

არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს

მდიდარია მცენარეული ბოჭკოთი

ხასიათდება ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით

შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com