„ბუნების მაგიის პირისპირ “

ლეგენდა

არსებობს ძველი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მაჩას წარმომავლობა ტანგების დინასტიას უკავშირდება ძველ ჩინეთში. ტანგების დინასტია VII – X საუკუნეებში მართავდა სამეფოს, რომლის დროსაც ჩაის ფოთლებს ორთქლზე ამუშავედნენ და ერთგვარ „აგურის“ ფორმებად კრავდნენ, რომელიც მოსავლის ტრანსპორტირებასა და ვაჭრობას ამარტივებდა. თუმცა შემდგომ მაჩამ, ჩაის მიღების სახით პოპულარობა X-XIII საუკუნეებში, სონგების დინასტიის მმართველობის დროს მოიპოვა.

იაპონელმა ბუდისტმა ბერმა – ეისაიმ, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბუდიზმის შესწავლას დაუთმო ჩინეთში, 1191 წელს იაპონიაში ჩაიტანა ჩაის თესლი, რათა შეექმნა უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთლები მთელს იაპონიაში.

ეისაის იაპონიაში დაბრუნებისთანავე, ზენ ბუდისტებმა შეიმუშავეს მწვანე ჩაის განაშენიანების ახალი მეთოდი – მისი მოყვანა ჩრდილიან ადგილას, რასაც მეტწილად უკავშირდება მაჩას ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებები.

სუპერ ძალები

ენერგიის ოპტიმიზაცია

მაჩა სხვა მწვანე ჩაისთან შედარებით, დიდი რაოდენობით შეიცავს კოფეინს, კოფეინი მეთილქსანტინის კლასის, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია. ის ბლოკავს ადენოზინის (ნეიროგადამცემი, რომელიც ტვინს ამშვიდებს) მოქმედებას და სისხლში ადრენალინის დონის გაზრდაც შეუძლია. სწორედ ასეთი გავლენის დამსახურებით კოფეინი სიფხიზლესა და ენერგიის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.

მეხსიერების გაუმჯობესება

მაჩას შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება ტვინში სისხლის ნაკადის ცირკულაციის სტიმულირებით. კვლევებმა აჩვენა, რომ მაჩაში შემავალი ანტიოქსიდანტური ნივთიერება კატექინები იცავს ტვინს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან, რაც დადებითად აისახება კოგნიტური ფუნქციისა და მეხსიერების გაუმჯობესებაზე

ბუნების საგანძური

დადებითად მოქმედებს გულისა და ღვიძლის ჯანმრთელობაზე

ასტიმულირებს ტვინის გამართულად მუშაობას

განსაზღვრავს ორგანიზმში ენერგიის დონეს

მდიდარია ანტიოქსიდანტებით

შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინასა და თუთიას

შედგება 15-ზე მეტი ამინომჟავისაგან

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com