„ანდების კენკრა“

ლეგენდა

დედამიწაზე ჩამოსული მზის სხივი – ასე აღწერდნენ ინკები ფიზალისის ნაყოფს. მათ სჯეროდათ, რომ ზუსტად იქ, სადაც მზის სხივი ხვდება ნიადაგს, მიწა შუქურასავით ნათდება და ამოდის ფიზალისის უმშვენიერესი მცენარე, რომელიც მზის სითბოს და ენერგიას ატარებს.

ყოველ წელს, „მზის დღესასწაულის“ დროს, მაშინ როდესაც დღე ყველაზე გრძელია, ინკები იკრიბებოდნენ გაშლილ მინდორზე, რათა თაყვანი ეცათ მნათობისთვის, მადლობა გადაეხადათ სიუხვისთვის, სიცოცხლისთვის, კეთილდღეობისთვის. სწორედ ამ დღესასწაულის და ბუნების დიადი ძალის მთავარი სიმბოლო იყო ფიზალისის ოქროსფერი ნაყოფი.

ინკების ცივილიზაცია დიდი ხანია აღარ არსებობს, მაგრამ მათი მზის ოქროსფერი საგანძური დღეს უკვე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და მილიონობით ადამიანის რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

სუპერ ძალები

წნევის რეგულაცია

ფიზალისი შეიცავს უნიკალურ ანტიოქსიდანტებს – ფიტოსტეროლებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ქოლესტერინის დონის შემცირებაზე და წნევის რეგულაციაზე. აღნიშნული ნაერთი განსაკუთრებით სასარგებლოა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) ქოლესტერინის შესამცირებლად, რომელიც ცნობილია როგორც “ცუდი” ქოლესტერინი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის პროცესს და არეგულირებს ორგანიზმში წნევას.

იმუნიტეტის გაუმჯობესება

პოლიფენოლი არის ნივთიერება, რომელიც ააქტიურებს იმუნურ სისტემას ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. აღნიშნულ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავს ფიზალისი, რის შედეგადაც აძლიერებს იმუნიტეტს.

ბუნების საგანძური

აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას

აუმჯობესებს მხედველობას

აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს

მდიდარია C ვიტამინითა და ბეტა კაროტინით

შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს

შედგება დიდი რაოდენობით პროტეინისაგან

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com