„გამორჩეულად სასარგებლო“

ლეგენდა

ადამიანებმა სელის გამოყენება ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღირცხვამდე, პალეოლითის ხანაში დაიწყეს ქსოვილის წარმოებისთვის. 30 000 წლის ასაკის უძველესი ქსოვილის ნიმუში საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

საკვები სახით სელის თესლის გამოყენება კი დაახლოებთ 10 000 წლის წინ ეგვიპტურ ცივილიზაციას უკავშირდება, რომელიც შემდეგ ფართოდ გავრცელდა საბერძნეთსა და რომის იმპერიაშიც.

ლეგენდის თანახმად, ძველ ეგვიპტეში სელის თესლს და ზეთს იყენებდნენ საჭმლის დასამზადებლად, სამკურნალოდ, თმისა და კანის დასამუშავებლად. მეორადი და საკვებად გამოუსადეგარი ზეთი, აქტიურად გამოიყენებოდა მშენებლობაში – პირამიდების უზარმაზარი ლოდებისა და ქანდაკებების ტრანსპორტირებისთვის. სელის ზეთი შეუცვლელი მასალა იყო ეგვიპტელი მშენებლებისთვის.

სუპერ ძალები

შაქრის რეგულაცია

სელის თესლში შემავალი ხსნადი ბოჭკო და ლიგნანები მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ინსულინ სენსიტიურობაზე. ისინი ანელებენ მონელების პროცესს, შესაბამისად, გლუკოზა ნელა გადადის სისხლის მომიქცევაში და ხელს უშლის შაქრის დონის მკვეთრ ზრდას.

კონცენტრაციის გაუმჯობესება

ტვინის გაჯანსაღების პროცესში დიდ როლი აქვს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს. სელის თესლი მდიდარია ომეგა3 მჟავის ტიპით, რომელსაც alpha-linolenic acid (ALA) ჰქვია და პირდაპირ კავშირშია ტვინის ჯანმრთელობასთან, მეხსიერებასა და კონცენტრაციის უნართან.

ბუნების საგანძური

აწესრიგებს ნაწლავურ მიკროფლორას

არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს

ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს

დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს

მდიდარია კალიუმითა და რკინით

შეიცავს უჯრედისს და დიეტურ ბოჭკოს

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com