„თაფლი ფუტკრების გარეშე“

ლეგენდა

უძველესი ინდური ლეგენდა მოგვითხრობს, რომ უხსოვარ დროს, ერთი მომლოცველი ახალგაზრდა ტყეში ატარებდა წმინდა რიტუალს და რაღაც გამორჩეულ ძღვენს ეძებდა ღმერთებისთვის შესაწირად. სწორედ მაშინ მოკრა თვალი ულამაზეს ლერწამს.

ლერწმის ღერები მოჭრა, ტკბილი ნექტარი გამოაშრო და ქალღმერთ სიტას მიუძღვნა. ღმერთებმა კმაყოფილებით მიიღეს შესაწირი და დალოცეს მისი აღმოჩენა. ამ ლეგენდის მიხედვით ჩანს, რომ ოდითგანვე შაქარი ტკბილ და წმინდა ქალღმერთთან ასოცირდებოდა ინდურ კულტურაში.

სხვა უძველეს კულტურებშიც ლერწმის შაქარს ხშირად უკავშირებდნენ ღვთიურ საწყისებს. ძველ ჩინეთში, საბერძნეთსა და სპარსეთში მას იყენებდნენ როგორც შესაწირის სახით, ასევე სამედიცინო მიზნებისთვისაც.

სუპერ ძალები

უჯრედების რეგენერაცია

ლერწმის ყავისფერი შაქარი საქაროზას გამორჩეული ფორმაა, რომელსაც მელასის (molasses) შემცველობის გამო აქვს გამორჩეული შეფერილობა. სწორედ მელასის შემცველობა განაპირობებს განსაკუთრებულად სასარგებლო კვებით ღირებულებებს და მინერალებს. ლერწმის შაქარი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს.

ძილის მოწესრიგება

ლერწმის ყავისფერი შაქარი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას სახელად ოქტაკოსანოლს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სტრესსა და შფოთვას. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ოქტაკოსანოლმა შეამცირა სისხლში სტრესის ჰორმონის – კორტიკოსტერონის (კორტიზოლის) დონე და გააუმჯობესა პაციენტებში ძილის ხარისხი.

ბუნების საგანძური

წარმოადგენს სწრაფი ენერგიის წყაროს

ეხმარება ორგანიზმს ცხელი ამინდების გადატანაში

აუმჯობესებს სახის კანის მდგომარეობას

მდიდარია საქაროზას შემცველობით

შეიცავს მცირე რაოდენობით მელასეს

ხასიათდება მინერალების შემცველობით: რკინა, მაგნიუმი, ვიტამინი B1

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com