„სიცოცხლის ელექსირი“

ლეგენდა

ანტიკური ლეგენდის მიხედვით, ქაცვი მითიური ცხენის, პეგასის საყვარელი საკვები იყო. ადამიანებმა ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ აღმოაჩინეს, რომ ცხენები ქაცვის ფოთლებს ჭამდნენ, რის შედეგადაც წონაში იმატებდნენ და ბეწვი საოცრად მბზინავი უხდებოდათ.

ამ დაკვირვებით დაინტერესებულმა ადამიანებმა ქაცვის ნაყოფის გამოყენება მედიცინასა და საკვებში დაიწყეს, რაც ეტაპობრივად მთელ მსოფლიოს მოედო და სახელი გაითქვა, როგორც სიცოცხლის უშრეტმა, ჯადოსნურმა წყარომ.

სუპერ ძალები

ქსოვილების რეგენერაცია

ქაცვს გააჩნია განსაკუთრებული სარგებლიანობა ქსოვილების რეგენერაციისთვის, უფრო კონკრეტულად – დადებითად მოქმედებს ლიპიდური ბარიერის აღდგენასა და სახის კანზე ნაოჭების შესამცირებლად, როგორც ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური პროდუქტი.

კონცენტრაციის გაუმჯობესება

ტვინის გაჯანსაღების პროცესში დიდ როლს თამაშობს ომეგა3-ის ცხიმ-მჟავები. ქაცვი არის შესანიშნავი წყარო ომეგა ცხიმოვანი მჟავების, მათ შორის პალმიტოლეინის (ომეგა 7), ოლეინის (ომეგა 9), ლინოლეინის (ომეგა 6) და ლინოლენის (ომეგა 3), რაც პირდაპირ კავშირშია ტვინის ჯანმრთელობასთან, მეხსიერებასა და კონცენტრაციის უნართან.

ბუნების საგანძური

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას

აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას

აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს

შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟვებს

მდიდარია ანტიოქსიდანტებით

ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com