„ხილი, რომელიც ტირის“

ლეგენდა

ასაის კენკრა მდინარე ამაზონის მიდამოებში იზრდება და ათასწლეულების მანძილზე ადგილობრივი ტომები „მდინარის ხალხი“ სამედიცინო მიზნებისთვის მოიხმარდა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ერთხელ, ამაზონიის ტომებში გამეფებული შიმშილობის დროს, ჯუნგლებში ხეტიალისას ტომის ბელადს ბავშვის ტირილი შემოესმა. ჩაფიქრებული და დამწუხრებული მიყვა ჩვილის ხმას და ახალდაბადებული გოგონა იპოვა ხის ძირში.

ხეს უამრავი ნაყოფი ესხა. გასინჯა და მიხვდა, რომ ამ ნაყოფის დახმარებით თავის ხალხს შიმშილისგან იხსნიდა. გოგონას და ხეს ერთი სახელი დაარქვეს, რომელიც „მტირალ ხილს“ ნიშნავს და მას შემდეგ ასაის ნაყოფი ამაზონის ხალხის რაციონის განუყოფელი ნაწილი გახდა.

მისი არსებობის შესახებ თანამედროვე სამყარომ მხოლოდ მეოცე საუკუნეში შეიტყო, როცა ჯიუ-ჯიცუს დამფუძნებელმა და ცნობილმა მწვრთნელმა ათლეტებისთვის სპეციალური დიეტა შეიმუშავა, სადაც ასაის მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო.

სუპერ ძალები

ორგანოების დეტოქსიკაცია

ასაის ფხვნილი შეიცავს უნიკალურ ნივთიერებებს, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესში. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა ანთოციანინი, რომელიც საკვებ პროდუქტს მუქ წითელ ან ლურჯ შეფერილობას აძლევს. ანთოციანინი წყალში ხსნადი პიგმენტია, რომელიც ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს.

პოტენციის გაუმჯობესება

ასაის ფხვნილი შეიცავს აუცილებელ ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებს პოტენციას. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერება L-არგინინი, ამინომჟავა, რომელიც სისხლის ნაკადზე პოტენციური გავლენის გამო, ხშირად მოიხსენიება სექსუალური ჯანმრთელობის კონტექსტში. L-არგინინი არის აზოტის ოქსიდის წინამორბედი მოლეკულა, რომელიც მონაწილეობის სისხლძარღვების გლუვი კუნთების მოდუნებაში, რაც ორგანიზმში იწვევს სისხლის ნაკადის გააქტიურებას, რის გამოც დადებითად აისახება სექსუალურ ფუნქციონირებაზე.

ბუნების საგანძური

აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას

არეგულირებს არტერიულ წნევას ორგანიზმში

წარმოადგენს ბუნებრივი ბოჭკოს საუკეთესო წყაროს

შეიცავს A, E და დიდი რაოდენიბის C ვიტამინს

მდიდარია მინერალებით: თუთიით, კალიუმით, ფოსფორითა და მაგნიუმით

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com