„ჯადოსნური ხილი“

ლეგენდა

გოჯი ბერის ხშირად ეძახიან ჯადოსნურ კენკრას, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ჩინეთში დღემდე ცოცხლობს არაერთი ლეგენდა, რომელიც მოგვითხრობს გოჯი ბერის სასწაულებზე. მაგალითად, მოგზაურ ექიმზე, რომელიც წააწყდა სოფელს, სადაც ყველა მაცხოვრებელი 100 წელზე ხნიერი იყო.

როდესაც მიზეზის გარკვევა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ მათი წყალსაცავი ჩაფლული იყო გოჯის კენკრის ბუჩქებში, ნაყოფი წყალში ცვიოდა და მთელი სოფელი ამ ნაყენს მოიხმარდა ყოველდღიურად.

ასევე საინტერესო ლეგენდაა შემორჩენილი კაცზე სიჩუანის პროვინციიდან, რომელიც 1933 წელს გარდაიცვალა და ამტკიცევდა, რომ 256 წლის იყო. შემორჩენილია მისი, როგორც ჰერბალისტის ჩანაწერები გოჯი ბერის გამოყენების შესახებ.

სუპერ ძალები

ნერვების რეგენერაცია

გოჯი ბერი შეიცავს უნიკალურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ აღადგინონ ნერვული უჯრედები. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა glutamate, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში, მათ შორის ნერვული უჯრედების რეგენერაციასა და ზოგადი ნერვული სისტემის ჯანმრთელობაში.

მხედველობის გაუმჯობესება

გოჯი ბერი შეიცავს მიკროელემენტებს, რაც ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა ლუტეინი. ლუტეინი ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელიც იცავს თვალს თავისუფალი რადიკალებისგან და რეკომენდირებულია მხედველობის დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.

ბუნების საგანძური

არეგულირებს ინსულინის დონეს სისხლში

ავსებს ორგანიზმში ცილების დღიური ნორმის 10%-ს

აუმჯობესებს ძილის ხარისხს

დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს

მდიდარია მცენარეული ცილით

შეიცავს 8 ტიპის ამინომჟავას

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com