„ოქროს მარცვლები ღმერთებისგან“

ლეგენდა

ამარანტის ისტორია 7 000 წელს ითვლის და აცტეკების სახელს უკავშირდება, რომლებმაც პირველად დაიწყეს მცენარის კულტივირება. უძველესი/ისტორიული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ამარანტს სხვადასხვა რიტუალებისთვის იყენებდნენ, თაფლთან ერთად ღვთაების ქანდაკებებს აგებდნენ, რომლებსაც მოგვიანებით ამტვრევდნენ და საკვებად არიგებდნენ.

ლეგენდა გვიყვება, რომ ესპანელმა კონკისტადორებმა მცენარის მოსპობა მაშინ განიზრახეს, როდესაც ამჟამინდელი მექსიკის ტერიტორია დაიპყრეს. აცტეკი ხალხის გამოფიტვისა და დაუძლურებისთვის აიკრძალა ამარანტის კულტივირება, კანონის დამრღვევებს კი საშინლად სჯიდნენ. მამაცმა აცტეკებმა განაგრძეს მისი მალულად მოყვანა მიუვალ ადგილებში, გადაარჩინეს და შემოინახეს მცენარე.

მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა ამარანტმა XX საუკუნიდან მოიპოვა. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წყალობით, ცნობები მცენარის განსაკუთრებულ თვისებებზე მრავლად მოიპოვება და ამარანტის თესლი დღიური სუპერ ძალების საუკეთესო წყაროს წარმოადგენს.

სუპერ ძალები

შაქრის რეგულაცია

ამარანტის თესლი შეიცავს უნიკალურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ ინსულინის მგრძნობელობა. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა ლიზინი, რომელსაც ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს და აუცილებელია საკვებიდან მიღება. ლიზინი აუცილებელი ამინომჟავაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზში, ეხმარება ორგანიზმს გლუკოზის უფრო ეფექტურად ათვისებაში და ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს.

მხედველობის გაუმჯობესება

ამარანტის თესლი შეიცავს აუცილებელ ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლოა მხედველობის შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა ლუტეინი, რომელსაც თვალის ნაწილი – მაკულა – ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს. ლუტეინი ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელიც იცავს თვალს თავისუფალი რადიკალებისგან და ამის გამო რეკომენდირებულია მხედველობის დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.

ბუნების საგანძური

არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას

აუმჯობესებს კუნთოვანი ქსოვილების ფუნქციონირებას

აწესრიგებს სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტირებას

მდიდარია მცენარეული ბოჭკოთი

შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინს

შედგება მინერალებისაგან: კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, თუთია და რკინა

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com