„აფრიკული ფეტვი“

ლეგენდა

სორგოს თესლის წარმომავლობაზე უამრავი ვერსია არსებობს. ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მას გამოიყენებდნენ ინდოეთში, ჩინეთში, ეგვიპტესა და მთელ აფრიკის კონტინენტზე. ევროპის ქვეყნებში სორგო პირველად ინდოეთიდან მოხვდა და ამის შემდეგ დაიწყო გავრცელება ამერიკის კონტინენტზე.

ერთ-ერთი ყველაზე ძველი ლეგენდის თანახმად კი სორგოს თესლის პირველი კვალი აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანაში, ეკვატორულ აფრიკაში, თეთრი და ცისფერი ნილოსის შესართავთან აღმოცენებულ ქუშის სამეფოში, სადაც დიდად აფასებდნენ ამ უნიკალური მცენარის საკვებ თვისებებს და მასობრივად მოშენებაც დაიწყეს. სორგოს თესლი შეუცვლელ საკვებს წარმოადგენდა მთელი ცივილიზაციისთვის.

ის უმნიშველოვანესი კულტურული ელემენტი გახდა აფრიკის კონტინენტის მოსახლეობისთვის – კეთილდღეობის მოსაზიდად, კარგი იღბლისა და ბედნიერებისთვის, სორგოს თესლისგან დამზადებული საკვები აუცილებელი შესაწირი იყო ღვთაებებისთვის.

სუპერ ძალები

შაქრის რეგულაცია

სორგოს თესლი რთული ნახშირწყლების კატეგორიას მიეკუთვნება, შესაბამისად მისი მონელების პროცესი ნელა მიმდინარეობს და არ იწვევს შაქრის სწრაფ მატებას სისხლში. ასევე კარგი დამხმარე საშუალებაა გლუკოზის და ინსულინის ჯანსაღი დონის შესანარჩუნებლად.

მეხსიერების გაუმჯობესება

Y (NPY)  მეხსნიერების გაუმჯობესებეში მნიშვნელოვანი როლი აქვს ნეიროპეპტიდ Y-ს, რომელიც მონაწილეობს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში. სორგოს თესლში შემავალი ამინომჟავები ასტიმულირებენ NPY-ს გამომუშავებას, რაც დადებითად აისახება ტვინის ზოგად ჯანმრთელობასა და მეხსნიერების გაუმჯობესებაზე.

ბუნების საგანძური

აუმჯობესებს თვალის ბადურის სიჯანსაღეს

ამცირებს კატარაქტისა და გლაუკომის განვითარების რისკს

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას

მდიდარია ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით და კალიუმით

შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და მინერალებს

შეიცავს ნაკლებ კალორიას, ვიდრე სხვა ნახშირწყლოვანი პროდუქტები

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com