„სიცოცხლის დღესასწაული“

ლეგენდა

საოცარია, მაგრამ ქოქოსის შაქარი კაკლისგან არ მზადდება. ქოქოსის შაქარს მისი ყვავილებისგან იღებენ – აყვავებულ მცენარეს სერავენ და ნექტარს აგროვებენ. წყნარი ოკეანის კუნძულების მაცხოვრებლები საუკუნეების მანძილზე საკუთარი კულტურის და კულინარიის განუყოფელ ნაწილად თვლიდნენ ქოქოსის შაქარს.

ლეგენდების თანახმად, ინდონეზიის ხალხის პრეისტორიულ რიტუალებში დიდი ადგილი ეკავა მოსავლის ღმერთების თაყვანისცემას, არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი არტეფაქტები მოწმობს, რომ ისინი ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე აწარმოებდნენ თიხის ჭურჭლებს ქოქოსის შაქრის მისაღებად და დღესასწაულების დროს შესაწირის სახით მიჰქონდათ ღმერთებთან.

ტრადიციის მიხედვით, ინდონეზიაში დღემდე სტუმართმოყვარეობის სიმბოლოდ ითვლება ქოქოსის შაქრისგან დამზადებული სასმელების და ტკბილეულის მირთმევა სტუმრისთვის.

სუპერ ძალები

უჯრედების რეგენერაცია

ქოქოსის ყავისფერი შაქარი საქაროზას გამორჩეული ფორმაა, რომელსაც მელასის (molasses) შემცველობის გამო აქვს განსაკუთრებული შეფერილობა. სწორედ მელასის შემცველობა განაპირობებს განსაკუთრებულად სასარგებლო კვებით ღირებულებებს და მინერალებს. ქოქოსის შაქარი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციის პროცესს.

ძილის მოწესრიგება

ქოქოსის ყავისფერი შაქარი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას სახელად ოქტაკოსანოლს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სტრესსა და შფოთვას. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ოქტაკოსანოლმა შეამცირა სისხლში სტრესის ჰორმონის – კორტიკოსტერონის (კორტიზოლის) დონე და გააუმჯობესა პაციენტებში ძილის ხარისხი.

ბუნების საგანძური

ორგანიზმის სითხის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნება

წარმოადგენს სწრაფი ენერგიის წყაროს

აუმჯობესებს სახის კანის მდგომარეობას

ხასიათდება ელექტროლიტების დიდი რაოდენობით

დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს

მდიდარია ბოჭკოთი, C ვიტამინითა და ფოსფორით

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com