„დღეგრძელობა და
გამჭრიახი მზერა“

ლეგენდა

ეს უნიკალური კენკრა ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ, ხომონის ცივილიზაციის ეპოქაში აღმოაჩინეს კუნძულ ჰოკაიდოზე მცხოვრებმა ადგილობრივმა ტომებმა. ამ ტკბილმა და წვნიანმა ნაყოფმა მათ სამზარეულოსა და მედიცინაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

ლეგენდის თანახმად, ჰოკაიდოს ჩრდილოეთში ერთი ბრძენი და ტყის კარგად მცოდნე მოხუცი ქალი ცხოვრობდა. კუნძულზე მორიგი ცივი და სასტიკად სუსხიანი ზამთარი იდგა, მოსახლეობას ძალიან უჭირდა საკვების მწირი მარაგების გამო. ერთ მშვენიერ დღეს მოხუც ქალს ტყის ღმერთი გამოეცხადა და მოუთხრო მის სიღრმეში არსებულ ნამდვილ განძზე, ხილზე რომელსაც „ჰასკაპი“ ეწოდება.

ქალმა ეს ისტორია სოფლის მცხოვრებლებს გაუზიარა და ერთობლივი ძალებით დიდხანს ეძებდნენ „ტყის განძს“. ბოლოს აღმოაჩინეს ტკბილი, წვნიანი და პიკანტური არომატის კენკრა, რომელიც დროთა განმავლობაში ჰოკაიდოს სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი გახდა.
ჰანი ბერი დღეს უკვე მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი და გამორჩეული ადგილი უჭირავს არომატის, გემოს და სასარგებლო თვისებების დამსახურებით.

სუპერ ძალები

შაქრის რეგულაცია

ჰანი ბერი შეიცავს უნიკალურ ნივთიერებებს – ანთოციანინებს, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ ინსულინის მგრძნობელობა და გლუკოზის ათვისება სასიცოცხლო ორგანოებში, როგორებიცაა კუნთები და ცხიმოვანი ქსოვილები.

მეხსნიერების გაუმჯობესება

ჰანი ბერის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით C ვიტამინი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას კაპილარებში ტვინის სასარგებლოდ, რის გამოც აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციის უნარს.

ბუნების საგანძური

ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას

არეგულირებს ჰორმონების ბალანსს ორგანიზმში

მდიდარია C ვიტამინით

შეიცავს ფენოლის მჟავასა და ანტიოქსიდანტებს

მდიდარია კალიუმით, კალციუმითა და მაგნიუმით

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com