„სიძლიერის წყარო
მებრძოლთათვის“

ლეგენდა

ჩიას თესლის გამოყენება ჯერ კიდევ 3000 წლის წინ დაიწყეს მაიას ცივილიზაციაში. მაიას ენაზე „ჩია“ „ძლიერებას“ ნიშნავს. ლეგენდის მიხედვით, მებრძოლები ყოველი ბრძოლის წინ აუცილებლად იღებდნენ ჩიას თესლს, რომ დიდი ენერგია და გამძლეობა ჰქონოდათ – 1 სუფრის კოვზი ჩია 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფდა სათანადო ენერგიით ერთ მეომარს. მაიას ტომელები სწორედ ამ თესლს მიაწერდნენ საკუთარ გამორჩეულ გამძლეობას და სიძლიერეს.

ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაულის და რიტუალის დროს, ჩიას მარცვლებს უმატებდნენ წყალს, ხილის წვენს, სანელებლებს და საზეიმოდ მიირთმევდნენ, როგორც კეთილდღეობის, უხვი მოსავლის და ძლიერების სიმბოლოს.
საინტერესო ფაქტია, რომ მექსიკური ტომი – ტარაჰუმარა, რომელთა საკვებ რაციონშიც ჩიას მთავარი ადგილი უჭირავს, დღემდე ცნობილია თავისი გამორჩეული მორბენლებით.

სუპერ ძალები

შაქრის რეგულაცია

კვლევებმა აჩვენა, რომ უნიკალური მიკროელემენტების და მცენარეული ბოჭკოს მაღალი შემადგენლობის გამო, ჩიას თესლს უნარი აქვს ადამიანის ინსულინ-მგრძნობელობა გააუმჯობესოს. ყოველდღიურ რაციონში ჩიას მარცვლების ჩართვა გავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციაზე.

იმუნიტეტის გაუმჯობესება

ჩიას თესლში შემავალი სპეციფიური ანტიოქსიდანტებია: ქლოროგენის მჟავა, კოფეინის მჟავა, მირიცეტინი, კვერცეტინი და კემპფეროლი. ამ ნივთიერებებს შესაძლოა ჰქონდეთ ორგანიზმის დამცველობითი ეფექტი და გააუმჯობესონ იმუნიტეტის მდგომარეობა.

ბუნების საგანძური

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას

აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას

აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს

შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟვებს

მდიდარია ანტიოქსიდანტებით

ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

გასტრონომიული
თავგადასავალი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com