ფიზალისის მაფინი

ინგრედიენტები:

2 ცალი კვერცხი

1 ½ ჭიქა ფქვილი

½ ჭიქა გრანოლა

¾ ჩ/კ მარილი

1 ჭიქა შაქარი

3 ჩ/კ გამაფხვიერებელი

¼ ჭიქა კარაქი

1 ჭიქა რძე

1 ჭიქა დაჭრილი ფიზალისი

მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ თბილი რძე და გამდნარი კარაქი. ცალკე თასში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და შაქარი.

გააერთიანეთ ორივე მასა და დაუმატეთ დაჭრილი ფიზალისი. მიღებული ცომი გადაანაწილეთ მაფინის ფორმებში ისე, რომ ფორმის 2/3 ნაწილი შეივსოს.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45 წუთის განმაცლოვაში (მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით).

ფიზალისის სალათი

ინგრედიენტები:

1 ცალი ყვავილოვანი კომბოსტო

2 ცალი კიტრი

2 ცალი პომიდორი

1 ცალი ბულგარული წიწაკა

1 ჭიქა ფიზალისი

დრესინგისთვის:

1 ჭიქა ბერძნული იოგურტი

1 კბილი ნიორი

2 ს/კ ლიმონის წვენი

2 ს/კ ხახვის პუდრი

2 ს/კ დაფქული რეჰანი

½ ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

შეურიეთ თასში დრესინგის ინტრედიენტები და კარგად ათქფვიფეთ.

დიდი ზომის ჭურჭელში მოათავსეთ გახეხილი ყვავილოვანი კომბოსტო, კუბებად დაჭრილი კიტრი, რგოლებად დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ფიზალისი.

მოასხით გამზადებული დრესინგი და კარგად ამოურიეთ.

დაასერვირეთ სურვილისამებრ ფიზალისით ან ახალი მწვანილით.

ფიზალისის ორცხობილები

ინგრედიენტები:

1 ჭიქაქოქოსის ცხიმი

1 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა ყავისფერი შაქარი

2 ცალი კვერცხი

2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

1 ჭიქა ფიზალისი

2 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა შვრია

1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

½ ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

შეურიეთ თასში მიქსერით ქოქოსის ცხიმი და ორნაირი შაქარი.

დაუმატეთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გააერთიანეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, შვრია, მარილი, გამაფხვიერებელი და ფიზალისი.

შეურიე ორივე მასა ერთმანეთს და მოათავსე მაცივარში 1 საათით.

გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე, საცხობ ქაღალდზე დაალაგეთ მიღებული მასის ბურთები და გამოაცხვეთ 15-20 წთ-ის განმავლობაში.

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com

ფიზალისის მაფინი

ინგრედიენტები:

2 ცალი კვერცხი
1 ½ ჭიქა ფქვილი
½ ჭიქა გრანოლა

მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ თბილი რძე და გამდნარი კარაქი. ცალკე თასში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები

ფიზალისის სალათი

ინგრედიენტები:

1 ცალი ყვავილოვანი კომბოსტო
2 ცალი კიტრი
2 ცალი პომიდორი

მომზადების წესი:

შეურიეთ თასში დრესინგის ინტრედიენტები და კარგად ათქფვიფეთ. დიდი ზომის ჭურჭელში მოათავსეთ გახეხილი ყვავილოვანი კომბოსტო

ფიზალისის ორცხობილები

ინგრედიენტები:

1 ჭიქაქოქოსის ცხიმი
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ყავისფერი შაქარი

მომზადების წესი:

შეურიეთ თასში მიქსერით ქოქოსის ცხიმი და ორნაირი შაქარი. დაუმატეთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com