მაჩას პოპკორნი

ინგრედიენტები:

½ ჭიქა სიმინდის მარცვლები (პოპკორნი)

¼ ჭიქა თხილეულის მიქსი

2 ჩ/კ მაჩას ფხვნილი

1 ჭიქა თეთრი შოკოლადის მარცვლები

1 ს/კ ზეთი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ქვაბში სიმინდის მარცვლები, მოასხით ცოტაოდენი ზეთი, მარილი და აქციეთ პოპკორნად.

ცალკე დიდი ზომის თასში გაადნეთ თეთრი შოკოლადი, დაუმატეთ ზეთი და მაჩას ფხვნილი.

შოკოლადიან მასას კარგად გადაურიეთ მზა პოპკორნი, დაუმატე დაჭრილი თხილეულის მიქსი.

საცხობ ფორმაზე მოათავსეთ გამოსაცხობი ქაღალდი და ზემოდან გადაიტანეთ მომზადებული მასა. შეინახეთ მაცივარში 2 საათით.

სერვირებისთვის ხელით დაანაწევრეთ მიღებული მასა.

მაჩას ლატე

ინგრედიენტები:

1 ს/კ მაჩას ფხვნილი

3 ს/კ თბილი წყალი

1 ჭიქა ცხელი რძე

შაქარი სურვილისამებრ

მომზადების წესი:

მოათავსეთ მაჩას ფხვნილი პატარა თასში, დაუმატეთ თბილი წყალი და კარგად ათქვიფეთ, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება (ტკბილი ვერსიისთვის, მაჩას ერთად გახსენით შაქარიც).

მიღებულ მასას დაუმატეთ ადუღებული რძე და მოურიეთ, სანამ არ გაზავდება.

სერვირებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენო მაჩას ფხვნილი.

მაჩას ტირამისუ

ინგრედიენტები:

6 ცალი კვერცხის გული

4 ჭიქა ნაღები (30%-იანი ცხიმიანობის ან მეტი)

2 ჭიქა მასკარპონე

½ ჭიქა შაქარი

1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი

2 ს/კ მაჩას ფხვნილი

2 შეფუთვა ორცხობილა სავოიარდი

2 ჭიქა თბილი წყალი

მომზადების წესი:

შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გულები და შაქარი, კარგად ათქვიფეთ, სანამ შაქრის გრანულები ბოლომდე არ გაიხსნება.

კვერცის და შაქრის მასა მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და ისე ათქვიფეთ კიდევ 5 წთ. ათქვიფეთ ნაღები, სანამ არ გახდება მდგრადი, ფაფუკი მასა. დაუმატეთ მასკარპონე, კვერცხიანი მასა და ვანილი.

კრემი მზად არის. პარალელურად მაჩას ფქვნილს დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი და კარგად ათქფივეთ. ფხვნილი ბოლომდე რომ გაიხსნება, დაუმატეთ დარჩენილი წყალი. მოამზადეთ ჭურჭელი, რაშიც ააწყობთ დესერტს.

სავოიარდის ორცხობილა დაასველეთ მაჩას ნაყენში და მოათავსეთ ჭურჭელში პირველ ფენად. ზემოდან გადაუსვით კრემი და გაიმეორეთ მონაცვლეობით იქამდე, სადამდეც ჭურჭლის სიმაღლე მოგცემთ საშუალებას.

სერვირებისას ბოლო კრემის ფენას მოაყარეთ მაჩას ფხვნილი და შეინახეთ მაცივარში 6 საათის განმავლობაში.

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com

მაჩას პოპკორნი

ინგრედიენტები:

½ ჭიქა სიმინდის მარცვლები (პოპკორნი)
¼ ჭიქა თხილეულის მიქსი
2 ჩ/კ მაჩას ფხვნილი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ქვაბში სიმინდის მარცვლები, მოასხით ცოტაოდენი ზეთი, მარილი და აქციეთ პოპკორნად

მაჩას ლატე

ინგრედიენტები:

1 ს/კ მაჩას ფხვნილი
3 ს/კ თბილი წყალი
1 ჭიქა ცხელი რძე

მომზადების წესი:

მოათავსეთ მაჩას ფხვნილი პატარა თასში,
დაუმატეთ თბილი წყალი და
კარგად ათქვიფეთ

მაჩას ტირამისუ

ინგრედიენტები:

6 ცალი კვერცხის გული
4 ჭიქა ნაღები (30%-იანი ცხიმიანობის ან მეტი)
2 ჭიქა მასკარპონე

მომზადების წესი:

შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გულები და შაქარი, კარგად ათქვიფეთ, სანამ შაქრის გრანულები ბოლომდე არ გაიხსნება

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com