კუსკუსის წვნიანი

ინგრედიენტები:

1 ჭიქა თეთრი კუსკუსი

2 ცალი ქათმის მკერდი

4 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი

1 ცალი სტაფილო

1 ცალი ხახვი

1 კბილი ნიორი

1 ს/კ ზეითუნის ზეთი

1 ჩ/კ მარილი

½ ჩ/კ შავი წიწაკა

½ ჭიქა კამა

3 ღერი ნიახური

მომზადების წესი:

მოათავსეთ ქვაბში კუბებად დაჭრილი სტაფილო, ნიახური, ხახვი  ნიორი, დაუმატე ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით და მოთუშეთ 10 წუთის მანძილზე.

დაუმატე ქათმის ნახარში და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღებულ წვნიანს დაუმატეთ მოხარშული ქათმის მკერდი და მშრალი კუსკუსი.

დააყოვნეთ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაშაში და წვნიანიც მზად არის.

კუსკუსის მაფინები

ინგრედიენტები:

½ ჭიქა თეთრი კუსკუსი

½ ჭიქა წყალი

2 ნაჭერი გოგრა

1 ცალი სტაფილო

½ ჭიქა ფქვილი

1 ჩ/კ საფუარი

2 ცალი კვერცხი

½ ჭიქა რძე

¼ ჭიქა პარმეზანი

მომზადების წესი:

დაჭერით ბოსტნეული კუბებად და მოთუშეთ ტაფაზე, ცოტაოდენ ზეთში, სანამ არ დარბილდება.

პარალელურად მოხარშეთ კუსკუსი – ადუღებულ მარილიან წყალში ჩაყარეთ კუსკუსი და დააყოვნეთ თავდახურულ მდგომარეობაში, სანამ სითხეს არ შეიწოვს.

თასში ერთმანეთს შეურიეთ გაწურული კუსკუსი, დაუმატეთ კვერცხი, რძე, ფქვილი, ზეთი და ყველი.

მიღებულ მასაში დაამატეთ მოთუშული ბოსტნეული და ბოლოს საფუარი.

გამზადებული მასა გადაიტანეთ მაფინების ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წუთის მანძილზე.

კუსკუსის სალათი

ინგრედიენტები:

1 ჭიქა თეთრი კუსკუსი

2 მოზრდილი ნაჭერი გოგრა

1 ჭიქა ყველი „ფეტა“

¼ ჭიქა პიტნა

½ ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

მოათავსე კუსკუსი ქვაბში, დაასხი 2 ჭიქა წყალი და მოხარშე 5 წუთის მანძილზე. გადაიტანე თასში და ჩანგლით ააფუმფულე.

გამოაცხვე ღუმელში გოგრის ნაჭრები, დაჭერი კუბებად, დაუმატე კუსკუსს ფეტასთან და დაჭრილ პიტნასთან ერთად.

მოაყარე მარილი და კარგად ამოურიე.

დაასერვირე პიტნის ფოთლებთან ერთად.

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com

კუსკუსის წვნიანი

ინგრედიენტები:

1 ჭიქა თეთრი კუსკუსი
2 ცალი ქათმის მკერდი
4 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ქვაბში კუბებად დაჭრილი სტაფილო, ნიახური, ხახვი  ნიორი, დაუმატე ზეითუნის ზეთი, მარილი

კუსკუსის მაფინები

ინგრედიენტები:

½ ჭიქა თეთრი კუსკუსი
½ ჭიქა წყალი
2 ნაჭერი გოგრა

მომზადების წესი:

დაჭერით ბოსტნეული კუბებად და მოთუშეთ ტაფაზე, ცოტაოდენ ზეთში, სანამ არ დარბილდება

კუსკუსის სალათი

ინგრედიენტები:

1 ჭიქა თეთრი კუსკუსი
2 მოზრდილი ნაჭერი გოგრა
1 ჭიქა ყველი „ფეტა“

მომზადების წესი:

მოათავსე კუსკუსი ქვაბში, დაასხი 2 ჭიქა წყალი და მოხარშე 5 წუთის მანძილზე. გადაიტანე თასში და ჩანგლით ააფუმფულე

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

  • სამურზაყანოს ქ. #33

  • 032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com