კინოას სალათი
ინგრედიენტები:
1 ჭიქა შავი კინოა
¼ ჭიქა შტოშის ჩირი
¼ ჭიქა თხილეულის მიქსი (ნიგოზი, გოგრის გული)
½ ჭიქა გოგრა
½ ჭიქა რუკოლა
1 ცალი წითელი ვაშლი
1 ჭიქა ყველი „ფეტა“
½ ჩ/კ მარილი
დრესინგისთვის:
3 ს/კ ზეითუნის ზეთი
2 ს/კ ძმარი
1 ს/კ თაფლი
1 კბილი ნიორი
1 ½ ჩ/კ დიჟონის მდოგვი
მომზადების წესი:
მოათავსეთ კინოა ქვაბში, დაასხი 2 ჭიქა წყალი და მოხარშეთ 10 წუთის მანძილზე. გადაიტანეთ თასში და ჩანგლით ააფუმფულეთ.
გამოაცხვეთ ღუმელში გოგრა და დაჭერით კუბებად. შეურიეთ დრესინგის ინგრედიენტები ერთმანეთს და მოამზადეთ სოუსი.
დატეხეთ ხელით რუკოლა, მოასხით ნახევარი სოუსი და კარგად ამოურიეთ.
დაუმატეთ გაგრილებული კინოა, გოგრის ნაჭრები და ვაშლის ნაჭრები.
ბოლოს მოაყარეთ ფეტა, მოხალული ნიგოზი, გოგრის გული და შტოშის ჩირი.
დაუმატეთ დარჩენილი დრესინგი და კიდევ ერთხელ ამოურიეთ.
კინოას ტორტილა
ინგრედიენტები:
1 ჭიქა შავი კინოა
¼ ჭიქა ჩიას თესლი
1 ½ ჭიქა წყალი
1 ჩ/კ მარილი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
მოათავსეთ შავი კინოა ქვაბში, დაფარეთ წყლით და დაალბეთ 3 საათის განმავლობაში.
გადაწურეთ და მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ჩიას თესლი და მარილი, კარგად შეურიეთ.
დაასვენეთ ცომი 15 წუთის მანძილზე. გაახურეთ ტაფა, შეასხურეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და თხლად წაუსვით ცომის მასა.
გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.
დაასერვირეთ ბოსტნეულის ჩხირებთან ერთად.
კინოას ჰუმუსი
ინგრედიენტები:
1 ჭიქა მოხარშული შავი კინოა
½ ჭიქა გირჩის გული
2 კბილი ნიორი
1 ცალი ლიმონის წვენი
½ ჩ/კ მარილი
½ ჩ/კ კუმინი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
¼ ჭიქა წყალი
1 ს/კ დაჭრილი ოხრახუში
½ ჩ/კ პაპრიკა
მომზადების წესი:
მოათავსე ბლენდერში მოხარშული შავი კინოა და გირჩის გული, დააბლენდერე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუმატე დარჩენილი ინგრედიენტები და კიდევ აურიე დაახლოებით 30 წამის მანძილზე.
დაასერვირეთ თასში, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ პაპრიკა და დაჭრილი ოხრახუში.
მიირთვით ბოსტნეულის ჩხირებთან ერთად.
კინოას სალათი
ინგრედიენტები:
1 ჭიქა შავი კინოა
¼ ჭიქა შტოშის ჩირი
¼ ჭიქა თხილეულის მიქსი
…
მომზადების წესი:
მოათავსეთ კინოა ქვაბში, დაასხი 2 ჭიქა წყალი და მოხარშეთ 10 წუთის მანძილზე. გადაიტანეთ თასში და ჩანგლით ააფუმფულეთ.
…
კინოას ტორტილა
ინგრედიენტები:
1 ჭიქა შავი კინოა
¼ ჭიქა ჩიას თესლი
1 ½ ჭიქა წყალი
…
მომზადების წესი:
მოათავსეთ შავი კინოა ქვაბში, დაფარეთ წყლით და დაალბეთ 3 საათის განმავლობაში. გადაწურეთ და მოათავსეთ ბლენდერში
…
კინოას ჰუმუსი
ინგრედიენტები:
1 ჭიქა მოხარშული შავი კინოა
½ ჭიქა გირჩის გული
2 კბილი ნიორი
…
მომზადების წესი:
მოათავსე ბლენდერში მოხარშული შავი კინოა და გირჩის გული, დააბლენდერე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
…