სორგოს ფაფა

ინგრედიენტები:

2 ჭიქა ნუშის რძე, უშაქრო

1 ჭიქა სორგოს თესლი

½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

ნიგოზი (სურვილისამებრ)

თაფლი ან სხვა დამატკბობელი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

აურიეთ საშუალო ზომის ქვაბში ნუშის რძე, სორგოს თესლი და ვანილი. მიიყვანეთ ადუღებამდე.

დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, რომ სითხე შეიწოვოს.

მიირთვით სურვილისამებრ თხილეულთან და თაფლთან ერთად.

სორგოს წვნიანი

ინგრედიენტები:

1 ცალი სტაფილო

1 ცალი ხახვი

4 ცალი ნიორის ლებანი

1 ჭიქა მწვანე ლობიო

½ ჭიქა სოკო

1 ჭიქა გახეხილი პომიდორი

2 ჭიქა სორგოს თესლი

2 ს/კ მცენარეული ზეთი

1 ჩ/კ ჰიმალაის მარილი

1 ჩ/კ გახეხილი ჯინჯერი

1 ჩ/კ შავი წიწაკა

1 ჩ/კ პაპრიკა

1 ცალი ლიმონი

½ ჭიქა დაჭრილი მწვანილი (ნიახური, ქინძი, ოხრახუში)

მომზადების წესი:

მოხარშეთ სორგოს თესლი მარილიან წყალში 15 წთ-ის მანძილზე. ტაფაზე ერთმანეთს შეურიეთ დაჭრილი სტაფილო, ხახვი, ნიორი და მწვანილი, მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წთ-ის განმავლობაში.

დაუმატეთ მწვანე ლობიო და სოკო, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წთ.

დაუმატეთ გახეხილი პომიდორი, წყალი და სანელებლები: შავი წიწაკა და პაპრიკა, განაგრძეთ ხარშვა 15 წთ-ის მანძილზე.

ბოლოს დაუმატეთ მოხარშული სორგოს თესლი, ჯინჯერი და კარგად ამოურიეთ.

სერვირების წინ დაამატეთ ლიმონის წვენი.

სორგოს სალათი

ინგრედიენტები:

1 ჭიქა სორგოს თესლი

4 ჭიქა წყალი

1 ჭიქა კონსერვის მუხუდო

1 ცალი კიტრი

2 ცალი პომიდორი

½ ჭიქა მოხალული ნიგოზი

3 ცალი მწვანე ხახვი

1 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში

½ ჭიქა ყველი „ფეტა“

დრესინგისთვის:

¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი

3 ს/კ ლიმონის წვენი

1 ცალი ნიორი

1 ჩ/კ მარილი

1 ჩ/კ შავი წიწაკა

მომზადების წესი:

აადუღეთ წყალი საშუალო ზომის ქვაბში, მოათავსეთ სორგოს თესლი და მოხარშეთ 30 წთ-ის განმავლობაში დარბილებამდე.

გააგრილეთ მოხარშული სორგო, გადაიტანეთ თასში და ჩანგლით ააფუმფულეთ. სორგოს თასში დაამატეთ შემდეგი ინგრედიენტები: კუბებად დაჭრილი კიტრი და პომიდორი, მუხუდო, ყველი ფეტა, დაჭრილი მწვანილი და მოხალული ნიგოზი.

პარალელურად მოამზადეთ დრესინგი: ზეითუნის ზეთს დაუმატეთ გაწურული ლიმონის წვენი, დაქუცმაცებული ნიორი, მარილი და დაღერღილი შავი წიწაკა.

სერვირებისთვის მოასხით სოუსი სალათს და გემოვნებით დაუმატეთ მარილი და შავი წიწაკა.

სამურზაყანოს ქ. #33
Info@solaris.ge
032 2 96 08 69

სამურზაყანოს ქ. #33

032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com

სორგოს ფაფა

ინგრედიენტები:

2 ჭიქა ნუშის რძე, უშაქრო
1 ჭიქა სორგოს თესლი
½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

აურიეთ საშუალო ზომის ქვაბში ნუშის რძე, სორგოს თესლი და ვანილი. მიიყვანეთ ადუღებამდე.

სორგოს წვნიანი

ინგრედიენტები:

1 ცალი სტაფილო
1 ცალი ხახვი
4 ცალი ნიორის ლებანი

მომზადების წესი:

მოხარშეთ სორგოს თესლი მარილიან წყალში 15 წთ-ის მანძილზე. ტაფაზე ერთმანეთს შეურიეთ სტაფილო, ხახვი, ნიორი და მწვანილი

სორგოს სალათი

ინგრედიენტები:

1 ჭიქა სორგოს თესლი
4 ჭიქა წყალი
1 ჭიქა კონსერვის მუხუდო

მომზადების წესი:

აადუღეთ წყალი საშუალო ზომის ქვაბში, მოათავსეთ სორგოს თესლი და მოხარშეთ 30 წთ-ის განმავლობაში დარბილებამდე

სამურზაყანოს ქ. #33
Info@solaris.ge
032 2 96 08 69

სამურზაყანოს ქ. #33

032 2 96 08 69

© 2024 All rights reserved | created by  Tatsson.com