სელის ორცხობილა
ინგრედიენტები:
1 ჭიქა სელის თესლი
1 ½ ჭიქა წყალი
მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
მოათავსეთ სელის თესლი თასში, დაუმატეთ წყალი და მწიკვი მარილი.
დააყოვნე მაცივარში მთელი ღამით სელის გაღვივებამდე. გამოსაცხობ ფირფიტაზე მოათავსე საცხობი ქაღალდი და ზემოდან გადაანაწილეთ სელის თესლის მასა.
გამოაცხვეთ ღუმელში 150 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.
გამომცხვარი მასა ხელით დაატეხეთ და დაასერვირეთ.
სელის სმუზი
ინგრედიენტები:
1 ჭიქა გაყინული ბანანი
½ ჭიქა იოგურტი
1 ჭიქა მცერანეული რძე
1 სუფრის კოვზი სელის თესლი
მომზადების წესი:
მოათავსეთ ხელის ბლენდერში გაყინული ბანანი, იოგურტი და რძე. კარგად დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუმატეთ სელის თესლი და კოვზით ამოურიეთ.
დაასერვირეთ ჭიქაში სელის მარცვლებთან ერთად.
სელის პური
ინგრედიენტები:
1 ჭიქა თბილი წყალი
2 ½ ჭიქა ფქვილი
½ ჭიქა მცენარეული ზეთი
2 ს/კ თაფლი
½ ჭიქა სელის თესლი
1 ჩ/კ მარილი
2 ჩ/კ საფუარი
მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, მარილი, საფუარი, სელის თესლი. დაუმატეთ წყალი, ზეთი, თაფლი და მოზილეთ რბილი, ოდნავ წებოვანი ცომი.
მიღებული მასა მოათავსეთ ცხიმწასმულ თასში, გადააფარეთ სამზარეულოს ქსოვილი და დაელოდეთ, სანამ საფუარი არ იმოქმედებს. (დაახლოებით 60-90 წთ)
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ პური 30-35 წუთის განმავლობაში.
სელის ორცხობილა
ინგრედიენტები:
1 ჭიქა სელის თესლი
1 ½ ჭიქა წყალი
მწიკვი მარილი
…
მომზადების წესი:
მოათავსეთ სელის თესლი თასში, დაუმატეთ წყალი და მწიკვი მარილი. დააყოვნე მაცივარში მთელი ღამით სელის გაღვივებამდე
…
სელის სმუზი
ინგრედიენტები:
1 ჭიქა გაყინული ბანანი
½ ჭიქა იოგურტი
1 ჭიქა მცერანეული რძე
…
მომზადების წესი:
მოათავსეთ ხელის ბლენდერში გაყინული ბანანი, იოგურტი და რძე. კარგად დააბლენდერეთ
…
სელის პური
ინგრედიენტები:
1 ჭიქა თბილი წყალი
2 ½ ჭიქა ფქვილი
½ ჭიქა მცენარეული ზეთი
…
მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთს ინგრედიენტები: ფქვილი, მარილი, საფუარი, სელის თესლი. დაუმატეთ წყალი, ზეთი, თაფლი და მოზილეთ
…