კინოას ნამცხვარი
ინგრედიენტები:
¾ ჭიქა თეთრი კინოა
½ ჭიქა ქოქოსის გამდნარი კარაქი
1 ჭიქა შაქარი
3 ცალი კვერცხი
1 ჭიქა ნუში
1 ს/კ გამაფხვიერებელი
1 დიდი ზომის ფორთოხლის ცედრა
მომზადების წესი:
მოათავსეთ კინოა საცერში და კარგად გარეცხეთ. გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ დაფაროს ზედაპირი და მოხარშეთ 15 წთ.
შეურიეთ ერთმანეთს ქოქოსის გამდნარი კარაქი, შაქარი, კვერცხი და ვანილი, კარგად ათქვიფეთ.
დაუმატეთ მოხარშული კინოა, დაფქული ნუში, გამაფხვიერებელი და ფორთოხლის ცედრა.
მიღებული მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში (მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით).
დაასერვირეთ ფორთოხლის ნაჭრებით.
კინოას ფაფა
ინგრედიენტები:
2 ჭიქა ნუშის რძე, უშაქრო
1 ჭიქა თეთრი კინოა
½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
ნუში (სურვილისამებრ)
ნეკერჩხლის სიროფი ან სხვა დამატკბობელი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
აურიეთ საშუალო ზომის ქვაბში ნუშის რძე, კინოა და ვანილი. მიიყვანეთ ადუღებამდე.
დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, რომ სითხე შეიწოვოს.
მიირთვით სურვილისამებრ თხილეულთან და ნეკერჩხლის სიროფთან ერთად.
კინოას ფენქეიქები
ინგრედიენტები:
2 ცალი კვერცხი;
2 ¾ ჭიქა მცენარეული რძე;
1 ½ ჭიქა დაფქული თეთრი კინოა
¾ ჩაის კოვზი მარილი;
2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი;
2 ჩაის კოვზი შაქარი
*დაამატეთ რძე ბლინების გასათხელებლად ან მოაკელით ცომის შესასქელებლად.
მომზადების წესი:
ათქვიფე კვერცხი და რძე მსუბუქად, მანამ სანამ არ აქაფდება. შეურიე კარაქი ან მცენარეული ზეთი. შეურიე მარილი, გამაფხვიერებელი და შაქარი ერთმანეთს, რათა მათი თანაბარი განაწილება მოხდეს.
გადაურიე კვერცხისა და რძის ნარევს. მიღებული ცომის მასა გააჩერე მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, რომ შესქელდეს.
გააცხელე ტაფა საშუალო ცეცხლზე და ხელსახოცით წაუსვი ზეთი. დაასხი გახურებულ ტაფაზე ფეინქეიქების ცომი. გამოაცხვე ორივე მხარეს.
მიირთვი თაფლთან და თხილეულთან ერთად.
კინოას ნამცხვარი
ინგრედიენტები:
¾ ჭიქა თეთრი კინოა
½ ჭიქა ქოქოსის გამდნარი კარაქი
1 ჭიქა შაქარი
…
მომზადების წესი:
მოათავსეთ კინოა საცერში და კარგად გარეცხეთ. გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ დაფაროს ზედაპირი და მოხარშეთ
…
კინოას ფაფა
ინგრედიენტები:
2 ჭიქა ნუშის რძე, უშაქრო
1 ჭიქა თეთრი კინოა
½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
…
მომზადების წესი:
აურიეთ საშუალო ზომის ქვაბში ნუშის რძე, კინოა და ვანილი.
მიიყვანეთ ადუღებამდე.
…
კინოას ფენქეიქები
ინგრედიენტები:
2 ცალი კვერცხი;
2 ¾ ჭიქა მცენარეული რძე;
1 ½ ჭიქა დაფქული თეთრი კინოა
…
მომზადების წესი:
ათქვიფე კვერცხი და რძე მსუბუქად, მანამ სანამ არ აქაფდება. შეურიე კარაქი ან მცენარეული ზეთი.
…