ასაის სმუზი
ინგრედიენტები:
კენკრა (მარწყვი, მოცვი, მაყვალი, ჟოლო)
1 ცალი ბანანი
1 ჩ/კ ასაის ფხვნილი
მცენარეული რძე ან წყალი
მომზადების წესი:
მოათავსეთ ბლენდერში კენკრის მიქსი, დაამატეთ ბანანი, ასაის ფხვნილი და დააბლენდერეთ მცენარეულ რძესთან ან წყალთან ერთად.
მიირთვით სურვილისამებრ ხილის ან თხილეულის ტოპინგით.
ასაის ენერგიის ბურთები
ინგრედიენტები:
2 სუფრის კოვზი ასაის ფხვნილი
1 ჭიქა ფინიკი
2/3 ჭიქა ქეშიუ
½ ჭიქა გაყინული კენკრა
ნეკერჩხლის სიროფი ან თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი:
მოათავსეთ ქეშიუ ხელის ბლენდერში და დააბლენდერეთ კრემოვან ტექსტურამდე.
დაუმატეთ წინასწარ ცხელ წყალში მოთავსებული ფინიკი, გაყინული კენკრა, ასაის ფხვნილი და დამატკბობელი სურვილისამებრ,
კიდევ ერთხელ კარგად დააბლენდერეთ.
მიღებული მასით მოამზადეთ ბურთები და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით.
ასაის ნაყინი
ინგრედიენტები:
2 სუფრის კოვზი ასაის ფხვნილი
1 ჭიქა გაყინული კენკრა
1 ჭიქა იოგურტი
½ ჭიქა მცენარეული რძე
ნეკერჩხლის სიროფი ან თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი:
მოათავსე ბლენდერში კენკრა, იოგურტი, რძე, ასაის ფხვნილი და დამატკბობელი გემოვნებით.
დააბლენდერე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაახლოებით 2 წუთის მანძილზე.
მიღებული მასა დაასხი ნაყინის ფორმებში, შუაში მოათავსე ჯოხი და გაყინე მთელი ღამის განმავლობაში.
მეორე დღეს ამოიღე ნაყინი ფორმიდან, დაასერვირე თხილეულით ან ქოქოსის ფანტელით.
ასაის სმუზი
ინგრედიენტები:
კენკრა (მარწყვი, მოცვი, მაყვალი, ჟოლო)
1 ცალი ბანანი
1 ჩ/კ ასაის ფხვნილი
…
მომზადების წესი:
მოათავსეთ ბლენდერში კენკრის მიქსი, დაამატეთ ბანანი,
ასაის ფხვნილი და დააბლენდერეთ
…
ასაის ენერგიის ბურთები
ინგრედიენტები:
2 სუფრის კოვზი ასაის ფხვნილი
1 ჭიქა ფინიკი
2/3 ჭიქა ქეშიუ
…
მომზადების წესი:
მოათავსეთ ქეშიუ ხელის ბლენდერში
და დააბლენდერეთ კრემოვან
ტექსტურამდე
…
ასაის ნაყინი
ინგრედიენტები:
2 სუფრის კოვზი ასაის ფხვნილი
1 ჭიქა გაყინული კენკრა
1 ჭიქა იოგურტი
…
მომზადების წესი:
მოათავსე ბლენდერში კენკრა, იოგურტი, რძე, ასაის ფხვნილი და დამატკბობელი გემოვნებით. დააბლენდერე
…